სიახლე
01.06.2009
20.05.2009
     

     2005 წლის ქართველი და უკრაინელი დამფუძნებლების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მეფრინველეობის ბაზრის საკვებით მომარაგების თაობაზე გახდა ის საფუძველი რომელზედაც აგერ უკვე მეოთხე წელიწადია კომპანია და მისი თითოეული თანამშრომელი ყოველდღიური შრომით ცდილობს ააშენოს თანამედროვე, დასავლეთ-ევროპული ტიპის ორგანიზაცია,

   

     რომელიც ინტეგრირებული იქნება მარცვლეულითა და ზეთოვანი კულტურებით ვაჭრობის მსოფლიო სისტემაში და რომელიც მნიშვნელობან წვლილს შეიტანს საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და განმტკიცებაში.

TEST გულაური ელევატორის გახსნაზე   

     დღეს უკვე კომპანია "იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ"-ი წარმოადგენს იუნიგრეინის კომპანიების ჯგუფის ნაწილს, რომელიც შედგება უკრაინაში, ბრიტანეთსა და საქართველოში დაფუძნებული კომპანიებისაგან და რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროა სოფლის მეურნეობის პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობა.

     2009 წელს კომპანიამ განახორციელა დაახლოებით 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კავკასიის კარიბჭეში, ქალაქ ფოთში, დაასრულა თანამედროვე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა რომლის ტევადობაც 12,000 ტონას შეადგენს.

ძიება საიტზე
 
 
  Created by: Pro-Service Copyright © 2024 UGG All rights reserved.