01.06.2009 
შეიქმნა გადამზიდავი კომპანია "იუნიკარგო"
2009 წლის ივნისში შეიქმნა გადამზიდავი კომპანია "იუნიკარგო" რომელიც სპეციალიზდება მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების ტრანსპორტირებაზე სახმელეთო გზით. კომპანიამ შეიძინა ოთხი მარცვალმზიდი, რომელიც მოემსახურება "იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპ"-ის კლიენტებს საქართველოში და შესთავაზებს სრულ სატრანსპორტო მომსახურებას, მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების მათ საწყობებამდე მიტანის გზით. იგეგმება, დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ბაზარზე აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად.